Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის
ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის
დ ე კ ა ნ ი ს   ბ რ ძ ა ნ ე ბ ა


ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის 2012 წლის 19 მარტის N10 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 29–ე მუხლის მე–3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 28 დეკემბრის 208/ნ ბრძანებით დამტკიცებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების 30–ე მუხლის მე–4 ნაწილის საფუძველზე,

ვბრძანებ:
1.    შევიდეს ცვლილება ა(ა)იპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის 2012 წლის 19 მარტის N10 ბრძანების მე-5 პუნქტით დამტკიცებულ N2 დანართში და იგი ჩამოყალიბდეს ახალი, წინამდებარე ბრძანებაზე მითითებული რედაქციით.
2.    ბრძანების ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს ფაკულტეტის რესურსების მართვის სამსახურს.
3.    ბრძანების ფაკულტეტის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტებისთვის და ფაკულტეტის  სტუდენტური თვითმმართველობისთვის გადაცემა დაევალოს ფაკულტეტის კანცელარიას.
4.    ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.



ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის
დეკანი
ასოცირებული პროფესორი                                    დარეჯან თვალთვაძე